რეზონანსი
20.06.2026

"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრმა ვატო შაქარიშვილმა დამოუკიდებელ პოლიტიკოსს ნიკა ბოლაძეს, "იმედის" ეთერში გადაცემაში "ღია ეთერი - დებატები" მიმართა: "თქვენ გვთავაზობთ, რომ მოვკვდეთ ევროპული პერსპექტივისთვის. ამას არ გავაკეთებთ".

"ერთი განცხადება მოიყვანა აქ ბატონმა ბიძინა გიორგობიანმა რასა იუკნევიჩიენესი, რომელმაც აღიარა, რომ ომამდე არავის არასდროს არ უფიქრია აღმოსავლეთით გაფართოებაზე. ანუ იქამდე ჩვენ რაც ვაკეთეთ, კონსტიტუციაში რომ ჩავწერეთ, ეს იყო სრული ბლეფი. ურსულა ფონ დერ ლაიენმა როდესაც დასაჯა საქართველო, იმიტომ რომ არ შეურთდა ომს, იცით რა თქვა? - "უკრაინელები არიან მზად მოკვდნენ ევროპული პერსპექტივისთვის". თქვენ გვთავაზობთ ჩვენ, რომ მოვკვდეთ ევროპული პერსპექტივისთვის. ამას არ გავაკეთებთ," - განაცხადა შაქარიშვილმა.

მის განცხადებას ჰერმან საბო გამოეხმაურა, რომელმაც "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრის განცხადებას მანიპულაცია უწოდა.

"მანიპულაცია არის გირჩის სამეფო და ეს არის რეალობა და ფაქტი", - განუცხადა ვატო შაქარიშვილმა ჰერმან საბოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×