რეზონანსი
20.06.2026

ჩინეთის პრეზიდენტი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ის ორი ლიდერია, რომლებიც დონალდ ტრამპს ყველაზე მეტად მოსწონს. „აქსიოსთან“ ინტერვიუში ამერიკის პრეზიდენტმა სი ძინ პინს შესანიშნავი ლიდერი უწოდა, ნარენდრა მოდი კი მისი პოლიტიკის გამო შეაქო. ტრამპმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების და ინდოეთის ბიზნესკავშირებსაც.

„ვფიქრობ, რომ მოდი ძალიან კარგი ლიდერია, მათ ძალიან კარგი ციფრები აქვთ. ის ომებში არ ერევა, რაც ჭკვიანურია. ინდოეთი სინამდვილეში ყველაზე დიდი ქვეყანაა, მილიარდ ნახევარი ადამიანით, ჩვენ მათთან ბევრ ბიზნესს ვაწარმოებთ. პრეზიდენტი სი ძინპინი შესანიშნავია. ვფიქრობ, ლიდერობის თვალსაზრისით, ეს სიმართლეა“, - აცხადებს ტრამპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×