
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან, 2025 წლის აგვისტოში, ალასკაზე გამართული სამიტის დროს მზად იყო, უკრაინა რუსეთისთვის გადაეცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, ტრამპი მზად იყო, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსეთს უკრაინულ ტერიტორიებს გადასცემდა. უფრო მეტიც, შეთანხმების თანახმად, კრემლი იმ უკრაინულ მიწებსაც მიიღებდა, რომლებსაც იმ მომენტისთვის არ აკონტროლებდა.
„რას ხედავდა ტრამპი, როცა ანკორიჯში ჩაფრინდა? ის ფიქრობდა, რომ უკრაინა აგებს, ამიტომ მას სწრაფი მშვიდობის დამყარება სურდა. გახსოვთ 2025 წლის იანვარი - თებერვალი? მას შემდეგ, მგონია, უსასრულობა მიილია. მას ეგონა, რომ უკრაინა წააგებს; ყველაფერი ზელენსკისთან ისე არ წარიმართა ოვალურ კაბინეტში, როგორც დაგეგმილი იყო. შემდეგ ერთ წელზე ნაკლებ დროში ანკორიჯში ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა გაიმართა, სადაც შეთანხმება თითქმის მაგიდაზე იდო, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ მივცემთ უკრაინულ ტერიტორიებს, რომლებიც ჯერ დაპყრობილი არ იყო“, - ციტირებს მედია მაკრონს.
საფრანგეთის ლიდერის თქმით, ვითარება გადაარჩინა ევროპის დაჟინებულმა ჩარევამ. 2025 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, სპეციალური დელეგაცია სასწრაფოდ ვაშინგტონში გაფრინდა. ევროპელმა ლიდერებმა ულტიმატუმი დააყენეს. მათ ასეთ შეთანხმებას შეუძლებელი უწოდეს.
„ჩვენ ვცდილობდით და მას შემდეგ დიდი დროა გასული. ეს გზა არის, უპირველეს ყოვლისა, უკრაინელების გამარჯვება მათ შესაძლებლობებსა და საიმედოობაში. პრეზიდენტმა ტრამპმა დაინახა, რომ ყველაფერი, რასაც მას ეუბნებოდნენ უკრაინელების დამარცხების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამებოდა“, - დასძინა მაკრონმა.