
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა „აქსიოსთან“ ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ კუბასთან მიმართებით ამერიკამ იგივე სცენარით იმოქმედოს, როგორც ეს ვენესუელის შემთხვევაში მოხდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა კუბაში პოტენციური შეჭრა ისე განხორციელდეს, როგორც ეს ვენესუელაში მოხდა, ტრამპმა განაცხადა, რომ „ეს შესაძლებელია“. თეთრი სახლის ლიდერმა ერთმანეთთან ვენესუელა, კუბა და ირანიც შეადარა. მისი განცხადებით, ვენესუელა და კუბა ამერიკასთან ახლოს არიან, ხოლო ირანი - შორს.
„ეს ადგილები (ვენესუელა და კუბა0 ახლოს არიან, ხოლო თუ შევხედავთ ირანს, ვნახავთ, რომ შორი გზაა გასავლელი. იცით, რამდენჯერმე მომიწია იმ რეგიონში ფრენა. ეს ამ საქმეს არ უკავშირდება, მაგრამ 18 საათის განმავლობაში ფრენა - ეს ძალიან დიდი დროა. ვენესუელა შედარებით ახლოს იმყოფება, ხოლო კუბა აქვეა“, - დასძინა ტრამპმა.
კიდევ ერთი განსხვავება ვენესუელასა და კუბას შორის, ტრამპის განცხადებით, არის ის, რომ ვენესუელას აქვს ნავთობი, ხოლო კუბას - მშვენიერი სანაპირო.