რეზონანსი
20.06.2026

"არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, რომ ტვ ფორმულამ 540 ათასი ლარი აიღო ნაცმოძრაობისგან 4 ოქტომბრის ფარსის დადგმაში”- ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და დასძენს, “ფული აიღეს, აი, ამ უპასუხისმგებლობის კრიტიკოსების დაბლოკვაში, რომ ხალხი იოლად მოტყუებულიყო და “თბილისის აგდებას რა უნდა” - ცირკი გაეთამაშებინათ.”

ჩერგოლეიშვილი იმასაც ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მათთვის არ იყო ცნობილი, უბრალოდ, დანარჩენები 5 ოქტომბერს ელოდებოდნენ .

"ანუ ხომ ხვდებით, რომ პატიოსნების ნიშანია, როცა ასეთ ბინძურ კლოაკაში დაბლოკილი ხარ.

მარტო ჩვენ კი არ ვიცოდით, რომ 4 ოქტომბერი სრული ფარსია, უბრალოდ დანარჩენები 5 ოქტომბერს ელოდებოდნენ - აბა თავს ხომ არ დაიბლოკავდნენ ტელეკლოაკებში.

ეს ავტოკრატიული სიბინძურეები მიწასთან რომ გასწორდებიან, სამშვიდობოს მაშინ გავალთ” - წერს ჩერგოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×