რეზონანსი
19.06.2026

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდმარე თინა ბოკუჩავა ექს-პრეზიდენტის მიერ პარტიაში დაანონსებულ ცვლილებებზე ვრცლად საუბრობს. 

"მე ქვეყანაში არ ვიყავი, როცა ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგებს, იმიტომ, რომ გაერთიანებულ სამეფოში გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადაც გვქონდა შეხვედრები, იქიდანვე გამოვეხმაურე ამ მოვლენას, იმიტომ, რომ მივიჩნიე, რომ ეს არის ძალიან დადებითი მოვლენა, რომ ნანუკას შეუძლია ძალიან დადებითი დინამიკის და იმპულსის შემოტანა ერთიან ნაციონალურ მოძრაობადი. დიდი ხანია ის არის პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი და ამიტომ იმედი მაქვს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერიც იყო ბუნევრივად, მაგრამ მისი ენერგია, მისი საორგანიზაციო ნიჭი, ის, რომ ამდენ ადამიანს ეხმარება, უაღრესად დასაფასებელია მისი შრომა, რასაც ის აკეთებს სამოქალაქო აქტივიზმის სფეროში და შესაბამისად, პირიქით, ძალიან პოზიტიურად აღვიქვი და აღვიქვამ დღესაც მის გადაწყვეტილებას, რომ შემოუერთდეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

რაც შეეხება პრეზიდენტი სააკაშვილის ბოლოდროინდელ პოსტებს, ბუნებრივია, ერთგვარად გულდასაწყვეტია,როდესაც ერთ დღეს ადამიანმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, გამომიცხადა ნდობა, როგორც პარტიის თვჯდომარეს, რომ სწორედ ჩემი მონაწილეობით, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარეს, გაბხორციელებულიყო ის ცვლილებები, რომელიც სასიცოცხლოდ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში, როდესაც რეპრესიები გრძელდება რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია გადაჯგუფება, ახალი ადამიანების მოყვანა, ახალი ენერგიის მიცემა, ახალი ხედვების შემოტანა პარტიაში, ეს არის ჯანსაღი პროცესი და ამის გარეშე პოლიტიკური პროცესი საერთოდ არ არსებობს, მაგრამ ბუნებრივია, გულდასაწყვეტია, როდესაც ერთ დღეს განახლებული ნდობიდ მანდატს გაძლევს პრეზიდენტი და სულ რამდენიმე დღის შემდეგ უკვე საპირისპირო შინაარსის პოსტებს კითხულობ, ერთგვარი კრიტიკა ნარევი შინაარსის და ის ასახელებს უკვე სხვა კანდიდატს. რა შეიცვალა ვერ გეტყვით, მე ვფიქრობ რას დავაბრალო ეს მისკომუნიკაციას მის იზოლაციას, გაუგებრობას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გარკვეული როლი, რაც შემიძლია ვთქვა, ვფიქრობ რომ ითამაშეს და თამაშობენ იმ კომუნიკატორებმა, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილთან ყოველდღიურად შედიან, სახელებს და გვარებს ნამდვილად ვერ დავასახელებ“ - ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ფორმულას ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×