
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ჯორჯია მელონისთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებით გაკვირვებულია. აღნიშნულის შესახებ მაკრონმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„გაკვირვებული დავრჩი. 25 ივნისს ანტიბში ჯორჯია მელონის შევხვდები და ამ თემაზეც ვისაუბრებთ“, – აღნიშნა მაკრონმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ჯორჯია მელონის შესახებ განაცხადა: „ის მეხვეწებოდა, რომ მასთან ფოტო გადამეღო! ძალიან უნდოდა ჩემთან ფოტოს გადაღება. მე ამას არც კი გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა! ალბათ ბედნიერია, რომ ვესაუბრე! არ ვიყავი ვალდებული, მასთან მესაუბრა!“ – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის ამ განცხადებას გამოეხმაურა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და აღნიშნა: „დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია, არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს“.