რეზონანსი
19.06.2026

მაქსიმალურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ კომუნიკაცია შესაბამის კომპანიებთან, მედიკამენტების მინიმალურ დროში მიღებისთვის, - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვის მამამ, ზაქრო გვიშიანმა ჯანდაცვის მინისტრ, მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც გვიშიანმა განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა მშობლების ინიციატივით მოხდა, რათა მხარეებს ინფორმაციები გაეცვალათ.

„იმ გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც გადაწყდა, რომ სახელმწიფო ორ მედიკამენტს შეიძენდა, ფაქტობრივად ორი შეხვედრა გაიმართა. დღევანდელი შეხვედრა ჩვენი ინიციატივით მოხდა. მოვიკითხეთ ინფორმაცია. მაქსიმალურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ კომუნიკაცია შესაბამის კომპანიებთან, მედიკამენტების მინიმალურ დროში მიღებისთვის. ჩართულია მთლიანად სამინისტრო, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლები, ვგულისხმობ ელჩებს, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს აღნიშნული პროცედურა.

ასევე ვისაუბრეთ ცალკეული სპეციალისტების დამატებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გავცალეთ ინფორმაციები და საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მაქსიმალურად არის ჩართული ჯანდაცვის სამინისტრო“,- განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×