რეზონანსი
18.06.2026

UFC-ის ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი ილია თო­ფუ­რი­ას და ჯას­ტინ გე­ი­ჯის ორ­თაბ­რძო­ლას კი­დევ ერთხელ ეხ­მი­ა­ნე­ბა და ვი­დე­ო­მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ის დანა უა­ი­თი­სა და ნინა დრა­მას პო­ზი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

“ახალს კი არა­ფერს ვი­ტყვი, მაგ­რამ მა­ინც ვი­ტყვი. რაც შე­ე­ხე­ბა დანა უა­ითს, ის არის ბიზ­ნეს­მე­ნი, UFC-ის პრე­ზი­დენ­ტი რო­მე­ლიც რო­გორც UFC-ის ბიზ­ნესს აწყობს ისე იქ­ცე­ვა ხოლ­მე. მე ბევრ რა­მე­ში კი არ ვე­თან­ხმე­ბი დანა უა­ითს, მაგ­რამ რო­გორც მას აწყობს, რო­გორც უფრო მეტ ფულს იშო­ვის, რო­გორც უფრო მეტ პო­პუ­ლა­რო­ბას მო­უ­ტანს UFC-ის ისე იქ­ცე­ვა ხოლ­მე.

რაც შე­ე­ხე­ბა ნინა დრა­მას. ნინა დრა­მა არის ჩემი მე­გო­ბა­რი, ამე­რი­კე­ლი ინფლუ­ენ­სე­რი და შეც­დო­მებს უშ­ვებს რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი. არც მე მე­სი­ა­მოვ­ნა ეგ ვი­დეო, რო­დე­საც ვნა­ხე, ჯას­ტინ გე­ი­ჯ­მა რო­დე­საც გა­ი­მარ­ჯვა, სალ­ტო გა­ა­კე­თა და გა­ხა­რე­ბუ­ლი დარ­ბო­და იქით-აქეთ, ნინა დრა­მამ ტაში და­უკ­რა და მი­უ­ლო­ცა. რო­გორც ქარ­თვე­ლის­თვის, ჩემ­თვი­საც გულ­გა­სა­ტე­ხი იყო ნინა დრა­მას რე­აქ­ცია და არ მე­სი­ა­მოვ­ნა, მაგ­რამ ვე­ლა­პა­რა­კე მას და თა­ვი­სი ახ­სნა აქვს.

მოკ­ლედ, ნინა დრა­მაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია. მე კი იცით, რა გიჟი ვარ. ისიც კი იცით, რომ ილია ჩემი ძმაა და ილი­ა­ზე ცუ­დის მთქმელს შევ­ჭამ. ერთი წა­მით არ და­ვა­ხამ­ხა­მებ თვალს რომ ეგ­რე­ვე ფი­ზი­კუ­რად ვი­მოქ­მე­დო.

მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ჩვენ ძმას. მალე ქა­მარ­საც და­იბ­რუ­ნებს და გა­მარ­ჯვე­ბე­ბის სე­რი­ა­საც გა­აგ­რძე­ლებს,“ - აცხა­დებს მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი თა­ვის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

UFC-ის ჟურ­ნა­ლის­ტი, კონ­ტენტ კრე­ა­ტო­რი და ინფლუ­ენ­სე­რი ნინა მა­რია დრა­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს კად­რებს, რო­მელ­შიც ჯას­ტინ გე­ი­ჯის გა­მარ­ჯვე­ბას აღ­ნიშ­ნავს. აღ­ნიშ­ნულ კად­რებს ქარ­თვე­ლე­ბის მხრი­დან უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

შე­გახ­სე­ნებთ, ნინა დრა­მა UFC-ის ქარ­თველ ჩემ­პი­ონ­თან, მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში 2-ჯერ იმ­ყო­ფე­ბო­და.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×