
UFC-ის ქართველი ვარსკვლავი, მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლას კიდევ ერთხელ ეხმიანება და ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის დანა უაითისა და ნინა დრამას პოზიციების შესახებ საუბრობს.
“ახალს კი არაფერს ვიტყვი, მაგრამ მაინც ვიტყვი. რაც შეეხება დანა უაითს, ის არის ბიზნესმენი, UFC-ის პრეზიდენტი რომელიც როგორც UFC-ის ბიზნესს აწყობს ისე იქცევა ხოლმე. მე ბევრ რამეში კი არ ვეთანხმები დანა უაითს, მაგრამ როგორც მას აწყობს, როგორც უფრო მეტ ფულს იშოვის, როგორც უფრო მეტ პოპულარობას მოუტანს UFC-ის ისე იქცევა ხოლმე.
რაც შეეხება ნინა დრამას. ნინა დრამა არის ჩემი მეგობარი, ამერიკელი ინფლუენსერი და შეცდომებს უშვებს როგორც ყველა ადამიანი. არც მე მესიამოვნა ეგ ვიდეო, როდესაც ვნახე, ჯასტინ გეიჯმა როდესაც გაიმარჯვა, სალტო გააკეთა და გახარებული დარბოდა იქით-აქეთ, ნინა დრამამ ტაში დაუკრა და მიულოცა. როგორც ქართველისთვის, ჩემთვისაც გულგასატეხი იყო ნინა დრამას რეაქცია და არ მესიამოვნა, მაგრამ ველაპარაკე მას და თავისი ახსნა აქვს.
მოკლედ, ნინა დრამაც ჩვეულებრივი ადამიანია. მე კი იცით, რა გიჟი ვარ. ისიც კი იცით, რომ ილია ჩემი ძმაა და ილიაზე ცუდის მთქმელს შევჭამ. ერთი წამით არ დავახამხამებ თვალს რომ ეგრევე ფიზიკურად ვიმოქმედო.
მალე გამოჯანმრთელება ჩვენ ძმას. მალე ქამარსაც დაიბრუნებს და გამარჯვებების სერიასაც გააგრძელებს,“ - აცხადებს მერაბ დვალიშვილი თავის ვიდეომიმართვაში.
UFC-ის ჟურნალისტი, კონტენტ კრეატორი და ინფლუენსერი ნინა მარია დრამა სოციალურ ქსელში აქვეყნებს კადრებს, რომელშიც ჯასტინ გეიჯის გამარჯვებას აღნიშნავს. აღნიშნულ კადრებს ქართველების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
შეგახსენებთ, ნინა დრამა UFC-ის ქართველ ჩემპიონთან, მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოში 2-ჯერ იმყოფებოდა.
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე