
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ახლობლები წერენ, 21 წლის ბაიკერი ტრაგიკულად დაიღუპა. ელენე ექვთიმიშვილი, გუშინ, თბილისში, ვარკეთილში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.
როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, გოგონა სოციალურ ქსელში აქტიური იყო და მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა.
„ვაიმე, ეს რა მოხდა, ღმერთო, ეს მერცხალივით გოგო, როგორ შეიძლება წარსულში მოვიხსენიო,
ელენი, უსაყვარლესო გოგო“.
„გული მეწვის დედაშენის ცოდვით, შენი ადამიანების უბედურებით, შვილო“.
„ჩემო საყვარელო ელე, როგორ მტკივა გული, სულ გამიახლე ჩემი ტკივილი, მოგიკვდი მე“.
„საშინელი ტრაგედიაა, უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. გამძლეობას ვუსურვებ მის ოჯახს“.
„მტკივაა... ღმერთმა ნათელში გამყოფოს, პატარა, ლამაზო გოგო, ჯერ მხოლოდ 21 -ის იყავი და გაფრინდი ზეცად“, - წერენ სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე