რეზონანსი
16.06.2026

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „Yandex Bank“-ს და WB Bank-ს, რომელიც კომპანია Wildberries-ის ჰოლდინგის წევრია და აღნიშნულია, რომ Wildberries-ის საქართველოში პიარ მომსახურეობას თეონა ბაღდავაძე უწევს.

აბაშიძის თქმით, ასეთი უპრინციპო და უტიფარი პერსონაჟები მაინც არ ცხრებიან, ხელისუფლების უსაფუძვლო დადანაშაულებაში, რადგან მათ უსამშობლოთა "ტელეკანალიზაციები" ვითომ "ათეთრებენ".

“უცვლელი კანონზომიერებაა, რაც უფრო მეტს ყვირის "ნაცბაბლის" სპიკერი ვითომ ანტირუსულობაზე, ის აუცილებლად რუსულ ფულთანაა კავშირში; ბოლო ცნობით, ასეთია სექტის ერთ-ერთი პროპაგანდისტი თეონა/Tayona [whatever] ბაღდავაძე. თუმცა, ასეთი უპრინციპო და უტიფარი პერსონაჟები მაინც არ ცხრებიან, ხელისუფლების უსაფუძვლო დადანაშაულებაში, რადგან მათ უსამშობლოთა "ტელეკანალიზაციები" ვითომ "ათეთრებენ".

ბრიტანეთის ბოლო სანქციები შეეხო რუსულ Яндекс Банк-სა და WB Банк-ს. ორივე კომპანია Wildberries-ის ჰოლდინგის წევრია. აღსანიშნავია, რომ Wildberries-ის საქართველოში PR-მომსახურეობას "ნაცების" მეგუნდრუკე თეონა ბაღდავაძე უწევს. უწინ "სოტოვი" Билайн-ის "პიარშიცაც" ყოფილა საქართველოში.

რაღაცით ხომ უნდა ისულდგმულონ სააკაშვილის მადიდებლებმა? მხოლოდ გია ბარამიძის მოწოდება რომ 5-5 ლარი ჩაურიცხინ, არაკმარისია - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×