რეზონანსი
16.06.2026

რუმინეთის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფონდებს ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს. ახალი რეგულაციით, სექტორმა ყოველწლიურად უნდა წარადგინოს დეკლარაცია ყველა შემოსავლისა და 5 000 ლეუზე - ანუ, დაახლოებით 1 100 დოლარზე მეტი დონაციის წყაროს მითითებით. ვალდებულების შეუსრულებლობა თავდაპირველად ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერებას, საბოლოოდ კი მის გაუქმებას გამოიწვევს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონი საქართველოში ანტიდემოკრატიული პროცესად მიაჩნდათ, თუმცა, დღეს აღნიშნული კანონი არაერთ ქვეყანაში მიიღეს.

მაჭარაშვილი მოუწოდებს მათ, ვინც საქართველოში კანონს აკრიტიკებდა, რომ დაგმონ რუმინეთის გადაწყვეტილება, კანონპროექტზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფონდებს ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს:

"2023 წელს ჩვენ, "ხალხის ძალამ" გამჭვირვალობის კანონი რომ დავაინიცირეთ, ალბათ, საავტორო უფლება უნდა მოგვეთხოვა, რადგან ძალიან ბევრმა ქვეყანამ მიიღო ეს კანონი მას შემდეგ, რაც ჩვენ დაგვიწუნეს. თურმე, საქართველოში გამჭვირვალობის კანონი ანტიდემოკრატიული პროცესი ყოფილა - საფრანგეთში მიიღეს, თავად ევროპარლამენტში იყო განხილვა, ახლა უკვე რუმინეთში მიიღეს, რადგანაც დაინახა ყველა ხელისუფლებამ, რომ ეს ე.წ. არასამთავრობო სექტორი გამოყენებული იყო და დღესაც, როგორც ჩანს, ისევ იყენებენ უცხოური ძალები ამა თუ იმ სახელმწიფოში პარალელური ხელისუფლების სახით.

რატომღაც ახლა ჩვენ არ გვესმის მაგალითად ევროპარლამენტარების, ბატონი კუბილიუსი სად არის? ხომ არის კარგად? გამოვიდეს და თქვას, რომ ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული კანონი მიუღიათ რუმინეთში. გამოვიდნენ მათ შორის ევროკავშირის, ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები და დაგმონ რუმინეთის ეს გადაწყვეტილება, რომ იქ თურმე არასამთავრობო სექტორს ვინმე შეზღუდვებს უწესებს. ეს არის ზუსტად ის სიმართლე, რასაც ჩვენ 2022 წლიდან ვეუბნებით საზოგადოებას. მწარე იყო ეს სიმართლე," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×