
ნანიკო ხაზარაძეს სამი ათეული წელია ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანდა და კარიერის მანძილზე არაერთი გადაცემის წამყვანიც ყოფილა. მან 24 მაისს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა.
იგი გადაცემის „სარკასტიკა“ სტუმარი იყო, სადაც კარიერაზე და შემოსავლებზე ისაუბრა:
„ტელევიზიაში მუშაობის 36 წლიანი სტაჟი მაქვს. დავიწყე „მეორე არხიდან“, მერე იყო „პირველი არხი“, მერე
საერთოდ წავედი ტელევიზიიდან, სხვა სფეროში გადავინაცვლე. მერე ღლონტმა დამირეკა, ხაზარაძემ მოდი, ენთუზიაზმზე იმუშავეო. კარგი ხელფასი, ფუფუნება და კარგი ცხოვრება დავტოვე და ისევ ტელევიზიაში წავედი, მართლა ბევრი ფული ვიშოვე მაშინ.
„მაესტროზე“ რომ ხელფასი მქონდა, იმხელა არსად მქონია, მართლა. მაშინ ბარათები და საბანკო სისტემა არ არსებობდა. ხელფასი სახლში იცი როგორ მომქონდა? ვარდისფერი და ცისფერი პარკები რომ არის ხომ იცით, ყველს რომ ყიდიან, აი, მაგ პარკებით მომქონდა, დღეში 10 პარკი შეიძლება სახლში მიმეტანა“, - თქვა ნანიკო ხაზარაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე