
ევროკავშირმა საკუთარ ღირებულებებზე, ფასეულობებსა და პრინციპებზე უარის თქმა მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოს სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო კრიტიკა დაიწყო, თუმცა ალბათ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი ახლა განიხილავს ახალი წევრების მიღებას ისეთ უუფლებო სტატუსით, როგორიც ვეტოს უფლებაა.
„ვეტო არ არის უბრალოდ ხმაურიანი განცხადება, ეს არის წევრი სახელმწიფოს უფლება, რომ სხვა სახელმწიდოების მხრიდან მიღებული თუ მხარდაჭერილი გადაწყვეტილება, რომელიხ შეიძლება, როგორც სახწლმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგებოდეს, მიუღებელი იყოს და უაროთ, რაღავ ფორმით გადაწყვეტილება შეაჩერო. თვალს ევროკავშირის ახალი წევრების უფრო მეტად შევიწროვებას ვადევნებთ. გარდა იმისა, რომ ფიზიკურად არ არის ცნობილი, ევროკავშირი როდის გაფართოვდება და როდის მიეცემათ კანდიდატ სახელმწიფოებს გაწევრიანების საშუალება, თუმცა როგორც ვხედავთ, ახლა ისინი სეგრეგორებულ ევროკავშირს ქმნიან, სადაც რაღაც ნაწილი უფლებით და პრივილეგიებით არის, მეორე ნაწილი კი, უუფლებო, თუმცა ბევრი ვალდებულება აქვთ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.