რეზონანსი
16.06.2026

მანანა კოზაკოვა ქალიშვილის, თინათინის პირადი ცხოვრების შესახებ ჟურნალ "სარკეს“ უყვება. თინა წულაძე მეუღლეს სამი წელია, გაშორებულია, ახლა კი ახალი სიყვარული იპოვა და ეს მსახიობი ბუბა ჭოღოშვილია. ახალგაზრდები საკუთარ გრძნობებს არ მალავენ.

"3 წელი გავიდა, რაც თინათინი მეუღლეს გაშორდა. ახლა პირველად ეწვია სიყვარული. ამას ოფიციალური სახე არ აქვს. დღევანდელი ახალგაზრდები უფრო მარტივად ლაპარაკობენ სიყვარულზე. ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი უხერხულია. ჩემი შვილის პირად ურთიერთობაში არ ვერევი. ეს მათი პირადი საქმეა. ოფიციალურად არაფერი არ არის. 

თუ რამეს დააპირებენ, იმედია, მეტყვიან. ჩემს შვილს ყველაფერში გვერდში ვუდგავარ. როგორც თავად გადაწყვეტს, ისე იქნება", - განაცხადა მანანა კოზაკოვამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×