რეზონანსი
16.06.2026

პარტია "ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი პოლონური წარმომავლობის ბელარუსი ჟურნალისტისა და აქტივისტის, ანდჟეი პოჩობუტის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის თქმითაც "რაც არ უნდა მისცე რუსებს, ისინი მაინც კალაშნიკოვის ავტომატს ააწყობენ. რაც არ უნდა მისცე პოსტსაბჭოთა ელიტას, ის ავტორიტარიზმს ააშენებს".

ჩერგოლეიშვილის თქმით, პოჩობუტის განცხადება ჩასარეცხად გამზადებულ ქართულ პოლიტიკურ სპექტრზეა, რომელშიც მამუკა ხაზარაძესა და ნანუკა ჟორჟოლიანს მოიაზრებს.

"ჩვენს ჩასარეცხად გამზადებულ პოლიტიკურ სპექტრზეა - ახლა რასაც ხედავთ, ცეკა კომსომოლა ხაზარაძის ოპოტელეკლოაკების და "მიშისტივააარ" ნანულების სახით, პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ელიტის ვულგარული დასასრულია.

მათი ჩარეცხვის პარალელურად, შეიცვლება რუსული რეჟიმი.

(სახაროვის პრემიის ლაურეატია ეს კაცი),“- წერს ჩერგოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×