რეზონანსი
16.06.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავეს.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის, „სარფის“ გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი, ხოლო ორმა მათგანმა – ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.

ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×