რეზონანსი
15.06.2026

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილმა, მოადგილესთან გიორგი ბახუაშვილთან ერთად, თბილისში, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია. ინფორმაცია შსს ავრცელებს.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით თამაზაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს სამუშაო სივრცე და აღჭურვილობა დაათვალიერებინა. მინისტრი, ასევე, დაესწრო ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ სწავლებას, რომელიც მოიცავდა ტაქტიკური, საცეცხლე და სამთო მომზადების სხვადასხვა კომპონენტებს.

სულხან თამაზაშვილმა სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირებისგან დანაყოფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

მინისტრმა, ასევე, დაათვალიერა კინოლოგიური სამმართველოს ინფრასტრუქტურა, მათ შორის სასამსახურე ძაღლების განთავსების პირობები და ძაღლების წვრთნის პროცესს დაესწრო.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×