რეზონანსი
11.06.2026

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის ჩაიკეტა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-მა ირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა.

„რეგიონში არსებული არასტაბილურობის გამო, ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ გამოცხადდა დახურულად ყველა გემისთვის, მათ შორის ნავთობტანკერებისა და კომერციული გემებისთვის. ნებისმიერი გემი, რომელიც სრუტის გადაკვეთას შეეცდება, სამიზნე იქნება“, - ნათქვამია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანის მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ კომერციული გემები კვლავ აგრძელებენ სრუტეში შესვლა-გამოსვლას.

მანამდე, ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Fars-მა განაცხადა, რომ ორ გემზე, რომლებიც „ჰორმუზის სრუტეში არალეგალურად გავლას“ ცდილობდნენ, დარტყმა განხორციელდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ არც ერთ ამერიკულ გემზე დარტყმა არ განხორციელებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×