რეზონანსი
10.06.2026

ისინი, ვინც საქართველოში საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებენ, საქართველოს სასიკეთოდ არაფერს აკეთებენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი ქვეყანა დაეზიანებინათ ყველა საერთაშორისო პლატფორმის გამოყენებით, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ბითაძე გამოეხმაურა საქართველოს მიმართ სხვადასხვა ქვეყნის კრიტიკას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ხარისხში აყვანასთან დაკავშირებით.

„დღეს, როცა მთელმა მსოფლიომ მანიპულაციების, პოლიტიკური თამაშებისა და ორმაგი სტანდარტების ახალი შესაძლებლობები დაინახა და შეიგრძნო საერთაშორისო ურთიერთობებში, დღეს ძალიან კარგად ხვდებან, რომ საქართველო მოქმედებს საკუთარი ეროვნული, ეკონომიკური და სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე. არცერთი სახელმწიფოს საქმე არ უნდა იყოს თუ რა ეკონომიკურ და სტრატეგიულ ურთიერთობებს ააწყობს საქართველო სხვა სახელმწიფოებთან.

არავინ სხვამ, საქართველოს გარდა არ იცის, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას როგორც აწმყოში, ასევე ქვეყნის ინტერესების სამომავლოდ დაცვის თვალსაზრისით, ჩვენ ისიც გვახსოვს, როდესაც შუა დერეფანზე საუბრობდნენ ზოგიერთები ევროკავშირში და ამ კონტექსტში საქართველო არ იყო ნახსენები, რაც მარტივად რომ ვთქვათ, გეოგრაფიული აბსურდია“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×