რეზონანსი
10.06.2026

ოპოზიციური ალიანსი დაიშალა. ალიანსის დაშლას ამჯერად ნიკა გვარამია ადასტურებს. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში, პარტია „ახალის“ ლიდერი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის ფიგურანტი ისედაც არ არის, არც სამუშაო პროცესში მონაწილეობს, ამიტომ მას გარიცხვა არც სჭირდება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფაქტს ჯერჯერობით არ ადასტურებენ. პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ცალკეული ლიდერები თავად ცდილობენ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებას.

„ვაგრძელებთ ყოფნას ამ ალიანსში, მაგრამ თუ ეს ხალხი იმდენად ვერ ერევა თავის ეგოს, რომ საუბრობენ, უნდა გაგვრიცხონ, რაც უნდათ, ის უქნიათ. თუ არის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, მაშინ უნდა ითქვას, რომ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, თუ არ არის, მე მათ მაგივრად ვერ ვიმარჩიელებ. აზრი არ რეგულირდება რაღაც წესდებებით. გახლავთ პიროვნული თავდასხმები, რასაც ვადევნებთ თვალ-ყურს. თავის არაეთიკურობით ნამდვილად ჩემპიონები არიან ის ადამიანები“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×