
ჟენევა შვეიცარიის სიდიდით მეორე და რომანდიის უდიდესი ქალაქი, ჟენევის კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს ჟენევის ტბის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. მდინარე რონის ორივე ნაპირზე. შვეიცარიის ქალაქი ჟენევა მთელი ევროპის ცენტრალური ქალაქია. აქ იდეალურად ერწყმის ერთმანეთს ბუნებრივი სილამაზე და ინდუსტრიული მიღწევები. ისტორიული და კულტურული ნაგებობების უკან საოცარი მთათა კასკადი და ტბები იმალება.
აქაურობა ყველა ტიპის მოგზაურისთვისაა - მათთვის, ვინც დასვენებასა და განტვირთვას ესწრაფვის და მათთვისაც, ვისაც ღირსშესანიშნაობების მონახულება სურს მოგზაურობისას. ამ ბლოგში დეტალურად მოგიყვებით ქალაქის შესახებ: გაგაცნობთ მის ღირსშესანიშნაობებს, კვების ობიექტებს, სავაჭრო ცენტრებს და მოგცემთ რეკომენდაციებს მოგზაურობის უფრო მარტივად და ბიუჯეტურად დასაგეგმად.ჟენევაში სამოგზაუროდ, ამინდების მხრივ, ზაფხული საუკეთესოა. ამ პერიოდში ქალაქში საუკეთესო ტემპერატურაა.
ასევე, ზაფხულსა და ზამთარში საშოპინგოდ სპეციალური პირობები დაგხვდებათ, დიდი ფასდაკლებები და შეთავაზებები. ივლისში აქ სპეციალური კულტურული დღესასწაულები და ლაშქრობები იმართება, ასევე ამ პერიოდში კვების ფესტივალებიც ეწყობა, მათ შორის ინდური სამზარეულოს გამოფენა. გაზაფხული და შემოდგომა კი შედარებით ნეიტრალური სეზონებია და ამ დროს ნაკლები ტურისტიცაა ქალაქში.
მოკლედ, ნებისმიერ სეზონზე ჟენევა იდეალურ დასვენებას გპირდებათ.ჟენევა არანაკლებ მიმზიდველია თავისი უჩვეულო ღირსშესანიშნაობებითა და საინტერესო ადგილებით. ერთ-ერთი მათგანია ცნობილი Jet d Eau შადრევანი. და ვის წარმოედგინა, რომ ადრე ის მხოლოდ ქალაქის ჰიდრავლიკური სისტემის მომსახურებას ემსახურებოდა? დღესდღეობით, ჟენევის ცენტრში Quai Gustave-Ador-ზე, ტურისტების ბრბო მოდის, რათა იხილონ შადრევნის 140 მეტრიანი წყლის ჭავლები, რომლებსაც, სხვათა შორის, სხვადასხვა ფორმის მიღება შეუძლიათ. საღამოს კი წყლის გიგანტი სხვადასხვა ფერებშია გაკაშკაშებული.ჟენევის ალბათ ყველაზე პოპულარული რელიგიური ღირსშესანიშნაობა,
წმინდა პეტრეს ტაძარი, უპირველეს ყოვლისა, იმით არის განსაცვიფრებელი, თუ როგორ ორგანულად აერთიანებს სხვადასხვა ეპოქის არქიტექტურულ სტილებს. ბაროკო, რომანული, კლასიციზმი - ქვის არქიტექტურის ნამდვილი ენციკლოპედია და ეს არა მხოლოდ არ აფუჭებს, არამედ ტაძარს უნიკალურ, მკაცრ სიდიადეს ანიჭებს.
შიგნით შესვლისას აუცილებლად ნახეთ საოცრად ლამაზი სამლოცველო და ადით სადამკვირვებლო გემბანზე - ჟენევის ხედი უბრალოდ მომაჯადოებელია!
Best hotels

Auberge d Hermance Romantik hotel and restaurant (12, rue du Midi, CH - 1248 Hermance, Tél. +41 (0)22 751 13 68, Fax +41 (0)22 751 16 31, info@hotel-hermance.ch, www.hotel-hermance.ch)
ეს რომანტიული სასტუმრო-რესტორანი მდებარეობს ჟენევიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე პატარა შუასაუკუნოვან სოფელ ჰერმონსში, სადაც განსაკუთრებულ მშვიდ და ზღაპრულ ატმოსფეროს შეიგრძნობთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ Auberge d Hermance აქაურობის მარგალიტი და ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია. ადამიანების სპეაციალურად ჩამოდიან ჟენევიდან და გარშემო მდებარე რაიონებიდან, რომ ამ საოცარი სასტუმროს სტუმართმოყვარეობა და მისი რესტორნის საუცხოო კერძები დააგემოვნონ უმშვენიერეს გარემოში, ყვავილებით მორთულ ეზოში.

Rotary Hotel MGallery Genève (Rue du Cendrier 18-20 1201 Geneva, +41 79 693 81 78
mgallery.com - all.accor.com - instagram.com/mgalleryhotels, h1322-fo@accor.com)
4-ვარსკვლავიანი სასტუმრო ჟენევის ცენტრში - მდებარეობა საუკეთესოა: ძალზედ ახლოს ჟენევის ტბასთან და ამავე დროს ძალზედ ახლოს ჟენევის ისტორიულ ნაწილთან, ასევე, 10 წუთის ფეხის მანძილზე მთავარ რკინიგზის სადგურთან. მოკლედ, ეს სასტუმრო საუკეთესო ბაზაა ქალაქის სრულყოფილად დასათვალიერებლად. განსაკუთრებით აღსანიშნავია უმაღლესი კლასის სერვისი და უნიკალური დიზაინი, რომელსაც აქ შეიგრძნობთ.
Best restaurants

Restaurant Auberge de Savièse
(Rue des Pâquis 20, 1201 Genève, Switzerland. Phone: +41 22 732 83 30 www.aubergedesaviese.cominfo@aubergedesaviese.ch)
ტრადიციული შვეიცარიული სამზარეულოს რესტორანი ჟენევის ცენტრში, სადაც შეგიძლიათ დაგემოვნოთ ჟენევის კანტონისთვის და მთელი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ნაციონალური კერძები, მათ შორის სახელგანთქმული ფონდიუ და რაკლეტი. რესტორანი გაფორმებულია შვეიცარული სიმბოლიკითა და ატრიბუტებით, რაც განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.

Le Loti Restaurant La Réserve Genève Hotel and SpaGenève
(Rte de Lausanne 301, 1293 Bellevue Phone: +41 22 959 59 78, www.lareserve-geneve.com/en/restaurant/loti/.guestservices@lareserve-geneve.com)
ჟენევის რკინიგზის სადგურიდან მატარებლით 10 წუთში აღმოჩნდებით სრულიად განსხვავებულ გარემოში, კურორტზე ჟენევის ტბის ნაპირზე ბუნებაში, სადაც სრულფასოვანი დასვენებაა შესაძლებელი და ნაციონალური და ევროპული კერძების დაგემოვნება ლა ლოტი რესტორნის ტერასაზე ფანტასტიური ხედებით.

Restaurant Tags Café Hôtel N vY Genève
(Rue de Richemont 18, 1202 Genève.Phone: +41 22 544 66 66 www.hotelnvygeneva.comnvy@manotel.com)
ჟენევის ცენტრალურ რაიონში შეგიძლიათ დააგემოვნოთ რესტორნის საფირმო კერძები საკმაოდ მისაღებ ფასებში. აქ დაგხვდებათ უგემრიელესი ზღვის პროდუქტები, საფორმო ბურგერები და საოცარი დესერტები. ეს ყოველივე უმაღლესი კლასის სერვისთან ერთად დაუვიწყარ გარემოს ქმნის.