
ეს რომანტიული სასტუმრო-რესტორანი მდებარეობს ჟენევიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე პატარა შუასაუკუნოვან სოფელ ჰერმონსში, სადაც განსაკუთრებულ მშვიდ და ზღაპრულ ატმოსფეროს შეიგრძნობთ.
ჰერმონსი განლაგებულია ჟენევის ტბის სანაპიროზე, აქვს თავისი პლაჟი - აქ შეიგრძნობთ თავს ნამდვილ შვეიცარიაში - ისტორია, კულტურა, ტრადიციები, გულღია და სტუმართმოყვარე მოსახლეობა (2020 წლის მონაცემებით აქ სულ რაღაც 1 073 ადამიანი ცხოვრობს.).

არავითარი ხმაურიანი ტურისტული ნაკადები და გადატვირთული სივრცე თუ ქუჩები - ცხოვრება მშვიდი და თანმიმდევრულია. აქაურები თავისუფალ დროს ძირითადად ჟენევის ტბასთან, აქაურ პატარა რესტორნებში, ან საკუთარ ეზოებში ატარებენ. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს.
Auberge d Hermance Romantik hotel and restaurant (12, rue du Midi, CH - 1248 Hermance, Tél. +41 (0)22 751 13 68, Fax +41 (0)22 751 16 31, info@hotel-hermance.ch, www.hotel-hermance.ch)

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Auberge d Hermance აქაურობის მარგალიტი და ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია. ადამიანების სპეაციალურად ჩამოდიან ჟენევიდან და გარშემო მდებარე რაიონებიდან, რომ ამ საოცარი სასტუმროს სტუმართმოყვარეობა და მისი რესტორნის საუცხოო კერძები დააგემოვნონ უმშვენიერეს გარემოში, ყვავილებით მორთულ ეზოში.
Auberge d Hermance-ის რესტორნის საფირმო კერძი ზღვის მარილში გამომცხვარი სოფლის ქათამია, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. მქონდა ბედნიერება, თავად დამეგემოვნებინა და მისი არომატები არასოდეს დამავიწყდება.

არ შემიძლია არ ავღნიშნო ის ისტორიული გარემო, რომელსაც სასტუმროს ინტერიერი გადმოსცემს, აქ განლაგებული თითოეული ნივთის უკან გარკვეული ისტორიაა. განსაკუთრებული პროფესიონალიზმით გამოირჩევა აქ დასაქმებული გუნდი, რომელიც სტუმრებს უმაღლესი ხარისხის სერვისს სთავაზობს და ეს ყოველივე რა თქმა უნდა Auberge d Hermance-ის მფლობელის და მისი სულის ჩამდგმელის Franz Wehren-ის (ფრანზ ვერენ) დამსახურებაა, რომელმაც მე-17 საუკუნის შენობას 1982 წლიდან ახალი ფუნქცია შესძინა და ჟენევის კანტონის სტუმართმოყვარეობის მარგალიტად აქცია.
როგორც თავად ბატონმა ფრანცმა მითხრა, სასტუმროსა და რესტორანში განთავსებულ თითოეულ ნივთს გარკვეული მნიშვნელობა აქვს, ისინი საგულდაგულოდ არის შერჩეული და გარკვეულ ისტორიას გადმოსცემენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჰერმონსი ერთი ციცქნა დასახლებაა, აქ ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდებით და ერთ ერთ მათგანი ხელოვანი და მხატვარი ჟულიენ პელტიერია (Julien Peltier, material based contemporary practice. Painting, earth, memory. www.julienpeltier.com). ჟულიენი თავად ამზადებს საღებავებს მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებისაგან და ასე ქმნის თავის ნამუშევრებს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანია, რომელიც ცხოვრებაში შემხვედრია და ძალიან მიხარია, რომ გავიცანი.