რეზონანსი
06.06.2026

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, რეგიონში აშშ-ის ბაზებზე თავდასხმა განახორციელეს.

მათი ინფორმაციით, აშშ-ის მიერ გორუკისა და კეშმის კუნძულებზე განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებს რაკეტებით შეუტიეს.

ასევე, მათივე თქმით, ცეცხლი გაუხსნეს ოთხ ტანკერს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გავლას ნებართვის გარეშე ცდილობდნენ.

ქუვეითის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანიდან რაკეტების გაშვების ფონზე ქვეყანაში საჰაერო თავდაცვის სისტემები მოქმედებდა.

საჰაერო განგაში გამოცხადდა ბაჰრეინში, სადაც მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×