რეზონანსი
05.06.2026

პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, - ასე ეხმაურება საქართველოს პროკურატურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ადვოკატების განცხადებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე, რომლითაც ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და ითხოვენ მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.

„პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე, რომლითაც ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და ითხოვენ მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას", - აცხადებენ პროკურატურაში.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირის, 63 წლის ალექსანდრე გოგოლაძის ადვოკატი, გიორგი ჭოჭუა განმარტავს, თუ რატომ აღიარა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბრალი და რატომ დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას.

როგორც ჭოჭუა აღნიშნავს, გოგოლაძის ასაკიდან და პროკურატურის მიერ შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე, დაცვის მხარე შეთავაზებას დათანხმდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×