რეზონანსი
01.06.2026

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 140 მილიონი ევრო გახდა – ასეთია „ტრანსფერმარკტის“ განახლებული მონაცემები. აქამდე ქართველი ვარსკვლავის ფასი 90 მილიონი ევრო იყო.

ეს კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის შედეგია, სადაც „პარი სენ-ჟერმენის“ ლიდერმა 10 გოლი გაიტანა, ექვსი საგოლე გადაცემა მიითვალა, სეზონის საუკეთესო მოთამაშე  გახდა და სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

განახლებული მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ფასი რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა და 248,5 მილიონი ევრო გახდა.

ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი მოთამაშეები:

1. ხვიჩა კვარაცხელია, „პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი) – 140 მილიონი ევრო;

2. გიორგი მამარდაშვილი, „ლივერპული“ (ინგლისი) – 28 მილიონი ევრო;

3. გიორგი მიქაუტაძე, „ვილიარეალი“ (ესპანეთი) – 28 მილიონი ევრო;

4. ზურიკო დავითაშვილი, „სენტ-ეტიენი“ (საფრანგეთი) – 12 მილიონი ევრო;

5. ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ (ავსტრია) – 5.50 მილიონი ევრო.

საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ფასი – 248.25 მილიონი ევრო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×