რეზონანსი
31.05.2026

რუმინეთში არ გამორიცხავენ, რომ სერიოზულ დიპლომატიურ ზომებს მიიღებენ, იმ შემთხვევაში თუ რუსული დრონები უკრაინაზე თავდასხმების დროს რუმინეთის საჰაერო სივრცის გადაკვეთას გააგრძელებენ. ამ თემაზე რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

პრეზიდენტს ჰკითხეს, გეგმავს თუ არა რუმინეთი სხვა ზომების მიღებას გალაცში „შაჰედის" ჩამოვარდნის ინციდენტის საპასუხოდ, მას შემდეგ, რაც კონსტანცაში რუსეთის საკონსულო დახურა და რუსი კონსული გააძევა.

დანმა აღნიშნა, რომ რუმინეთი რუსული მხარისგან მეტ სიფრთხილეს ელის, რათა დრონებმა, რომლებითაც უკრაინას ესხმიან თავს, რუმინეთის მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნას.

„იმედი მაქვს, რომ ისინი გაჩერდებიან. თუ არა - არსებობს სხვა ზომები, რომლებიც შეიძლება იყოს მიღებული. მაგალითად, ელჩის გაძევება. დიპლომატიურ ზომებს გარკვეული იერარქია აქვს", - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×