რეზონანსი
31.05.2026

სანთლით მოძებნა არ დასჭირდებათ, რადგან ასეთი ადამიანები სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრია. ჩვენ გვახსოვს 2012 წლამდე ამ სადისტური რეჟიმის მიერ შექმნილი ის პირობები, რაშიც საქართველოს უწევდა ყოფნა და ბაჩო ახალაია ერთ-ერთი თანაშემოქმედია ამ სადისტური რეჟიმისა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებას, რომ სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებსაც ახალაიმ რაიმე დაუშავა.

„ასე რომ, ციხიდან დაწყებული, ქუჩაში ახალგაზრდების ხოცვით, ქონების წართმევით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტისთვის გადაცემით [გაგრძელებული] იმდენად დიდია ამ ადამიანების დანაშაული საქართველოს წინაშე, რომ ეს პიარული სვლები მათ არაფრად არ გამოადგებათ, რამეთუ საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×