რეზონანსი
31.05.2026

ორი გარდაცვლილი და ერთი მძიმედ დაშავებული, რომლის სიცოცხლისთვის მედიკოსები იბრძვიან. 

ასე დასრულდა სოფელ გაჭედილთან უმძიმესი ავარია, როდესაც ავტომანქანა შენობის კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ახალგაზრდა - ნიკა ფა­ი­ლო­ძე და ლე­ვან ბე­რიშ­ვი­ლი - დაიღუპნენ.

"ახალგაზრდა ბიჭები არიან გარდაცვლილი, შემზარავი ტრაგედია ტრიალებს. მესამე დაშავებულის გადასარჩენად ექიმები ახლაც იბრძვიან" ,- ამბობს ადგილობრივი.

შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×