
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში თეა დარჩიას ცეკვის სტუდიიდან რეპეტიციის კადრები გავრცელდა, რამაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ვიდეოში მოცეკვავე მოსწავლეებს ემოციურად მიმართავს, უხსნის, თუ რა ენერგია და მუხტი უნდა ჩადონ თითოეულ მოძრაობაში. ამ კადრებს ინტერნეტმომხმარებლების მხრიდან კრიტიკული კომენტარების ტალღა მოჰყვა - ბევრმა თეა დარჩიას სწავლების მეთოდი და კომუნიკაციის ფორმა დააწუნა.
ერთ-ერთი ასეთი კომენტარი ეკუთვნის ია დუდაშვილს - მუსიკოსის, ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრ ირაკლი ნოზაძის მეუღლეს. მან ვიდეო საკუთარ ინსტაგრამზე, სთორიში გააზიარა: "ძალიან ვმწარდები. არადა, უდიდეს პატივს ვცემდი", - დაწერა ია დუდაშვილმა.
თუმცა, კრიტიკის პარალელურად, მოსწავლეების მშობლებისგან თეას მისამართით მხარდამჭერი კომენტარებიც მოჰყვა.
"არ ვწერ იმიტომ, რომ ტროლების და ბოროტი ადამიანების ღვარძლიან აზრებს და კომენტარებს გავეჯიბრო ან ვუპასუხო. უბრალოდ მაინტერესებს, ამ უცხო ადამიანებმა რა ცუდი მოპყრობა და ბულინგი დაინახეთ? შენიშვნა და შექება აუცილებელია. ჩვენი შვილები და ჩვენც წლებია დავდივართ ამ საოცარ გარემოში. ჩვენ ყველას იქ გვყავს შვილები, სადაც უნდა გვყავდეს. იქ ვსწავლობთ სიკეთის გაცემას და სამშობლოს სიყვარულს ცეკვასთან ერთად. ეს გარემო აპოლიტიკურია, გაეშვით ბავშვებს," - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე