რეზონანსი
29.05.2026

ეს ადამიანები ფიზიკურად ვერ ჩამოაყალიბებენ იმ ერთობას, რამაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს მათ პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებას ან ქვეყანას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, უკვე არაერთი მცდლეობა იყო იმისა, რომ ოპოზიციას შეექმნა ალიანსი, თუმცა ისინი თითოეულ მცდელობას ერთმანეთის გინებითა და ლანძღვით ასრულებენ.

„ჩვენი საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ ეს ადამიანები ატარებენ უცხო ქვეყნის ინტერესებს, იმართებიან გარედან და ცდილობენ, რომ იქიდან წამოსული დავალებები ზედმიწევნით შეასრულონ. ჩვენ თავშივე, როდესაც ამ ალიანსის ახალი პლატფორმის ჩამოყალიბებაზე მიიღეს დავალება და ამის შესრულებას შეუდგნენ, მაშინვე დავაფიქსირეთ, რომ წარმოუდგენელია ამ ადამიანებისგან შემდგარმა ერთობამ რაიმე საერთო ღირებულებებზე ისაუბროს. ეს ადამიანები ფიზიკურად ვერ ჩამოაყალიბებენ იმ ერთობას, რამაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს მათ პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებას ან ქვეყანას. შესაბამისად, გულწრფელობისგან არის დაცლილი ეს პროცესი, ყოველგვარი იდეის გარეშე არიან ეს ადამიანები გაერთიანებულები და შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ამ ტიპის ურთიერთობები, დამოკიდებულებებია ერთმანეთთან. ეს გაერთიანების მერამდენე მცდელობაა უკვე, მაგრამ ყოველ ჯერზე ხან აგინებენ ერთმანეთს, ხან ლანძღავენ. იმიტომ არის განწირული წარუმატებლობისთვის ასეთი ალიანსები, რომ ჩვენს ხალხს კარგად ახსოვს რა აკადრეს მათ ქართველ ხალხს“, - აღნიშნა ხელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×