რეზონანსი
29.05.2026

საქსტატმა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. 2026 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.2% პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ აღნიშნული მონაცემები არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ გლობალური თვალსაზრისითაც შესანიშნავი მაჩვენებელია:

„ოთხი თვის ეკონომიკურმა ზრდამ 8%-ს გადააჭარბა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ გლობალური თვალსაზრისითაც. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ხდება ექსპორტის რეკორდული ზრდის და სიღარიბის მინიმუმამდე შემცირების ფონზე. საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას აგრძელებს და ველოდებით ძლიერ შედეგებს წლის ბოლოსათვის“, - აცხადებს მიხეილ დუნდუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×