რეზონანსი
29.05.2026

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული 6 პოლიციელის საქმის განხილვა აიცილა. 

ლევან დარბაიძე აცხადებს, ერთ-ერთი ბრალდებული მისი მეუღლის ნათესავია და გადაწყვეტილებაც ამ ფაქტს უკავშირდება. 

„საქმე ავიცილე იმიტომ, რომ ერთ -ერთ ბრალდებულთან ჩემი ოჯახის წევრს ჰქონდა ნათესავური კავშირი. ჩემი მეუღლის ნათესავია ერთ-ერთი ბრალდებული. საქმეს ერთვის ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მეტ დეტალზე არ მაქვს უფლება, რომ ვისაუბრო და ჰკითხეთ მხარეებს“, - განუცხადა ლევან დარბაიძემ „ინტერპრესნიუსს“.

ცნობისთვის, გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 6 პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 27 მაისს დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით, გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. შეილახა დაზარალებულის უფლებები და ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას. დაკავებულებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×