რეზონანსი
29.05.2026

გიგა ავალიანის საქმიდან ცალკე გამოყოფილ ეპიზოდზე ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ ორი პირი დააკავეს - ირაკლი სულაბერიძეს და დემეტრე კასრაძეს სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა და სხვა პირებმა მათთვის მიუღებელ პირთა გამოვლენის და, დასჯის მიზნით, ჯგუფური მოქმედება დააორგანიზეს.

ისინი შერჩეულ მსხვერპლებს გოგონების სახელით წერდნენ და შეხვედრაზე ითანხმებდნენ, შემდეგ კი ჯგუფურად ძალადობდნენ, ამსახველ კადრებს კი მიზნობრივ ჯგუფებში ავრცელებდნენ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი დემეტრე კასრაძისა და ირაკლი სულაბერიძის მიმართ, დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და ორივე ორივე მათგან შეუფარდა პატიმრობა. წარმოდგენილია ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელშიც ფიგურირებენ უკვე მსჯავრდებულები - ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე და, აღნიშნულ პირებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ ძალადობრივ ქმედებებში ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე. ვიდეოკამერის ჩანაწერების გარდა, წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები“, - აცხადებს პროკურორი ქეთევან სონიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×