
ძალადობის შემოქმედები და ქუჩაში ასობით ადამიანის დამხვრეტები ბედავენ და სისტემურ დანაშაულებზე საუბრობენ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანის საქმის განხილვისას პირდაპირ თქვა, რომ სასამართლო გაოგნებულია, როგორ შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ პროკურატურა, პარლამენტი, პრეზიდენტი, სასამართლო და ცდილობდნენ, დამნაშავეები გაემართლებინათ.
„სწორედ ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა შექმნილი. ახლა სწორედ ამის დაბრუნება უნდათ. ეს ხალხი ბედავს და ადამიანის უფლებებზე საუბრობს. როგორც მეგის ქარდავასგან არ გამოდნება ადამიანის უფლებების დამცველი, ისე ვერ გამოდნება ამ ადამიანებისგან ვერც პოლიტიკოსები. რაც შეეხება დანაშაულს, ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე და რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, კანონი მათ მიმართ მკაცრი იქნება და შესაბამისი ღონისძიებები იქნება გატარებული. რა თქმა უნდა, პოლიციელები, რომლებიც ქვეყნის სადარაჯოზე დგანან, მათ მადლობას ვუხდით, მაგრამ ვინც მუნდირს შეურაცხყოფს და დანაშაულს ჩაიდენს, მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები მყისიერად იქნება გატარებული“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.