
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სამხედროებს უბრძანა ღაზას სექტორის 70%-ზე კონტროლი აიღონ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე გამართულ კონფერენციაზე, ინტერვიუს დროს, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი "ჰამასზე" კონტროლ "აძლიერებს".
"ახლა ჩვენ ვაკონტროლებთ ღაზას სექტორის 60%-ს. ადრე ეს იყო 50%, ახლა კი 60%-ს მივაღწიეთ. ჩემი მიზანია თანდათანობით გადავიდეთ 70%-ზე. მოდით ამით დავიწყოთ," - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
როგორც ამერიკული მედია წერს, ნეთანიაჰუს გამოსვლისას, აუდიტორია მას მოუწოდებდა მთელს ღაზას სექტორზე კონტროლი აეღო.