რეზონანსი
28.05.2026

 ქირურგიული სამსახურის უფროსი, გიორგი ჯავახიშვილი აცხადებს, რომ გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელი ამჟამად სტაციონარულ მკურნალობაზე იმყოფება.

"ჩვენთან სტაციონარში არის მოთავსებული 21 წლის მამაკაცი, გუშინ არის შემოყვანილი თავის ტრავმით. ჩაუტარდა შესაბამისი სტაციონარული მომსახურება, შესაბამისი კვლევები. ამჟამად იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე," - განაცხადა გიორგი ჯავახიშვილმა.

პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პირი დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა პაპუნა ლოცულაშვილზე დაკავების პროცესში იძალადეს და ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. დაზარალებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

დაკავებიდან რამდენიმე საათში, პაპუნა ლოცულაშვილი პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გაათავისუფლეს. დაზარალებულს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმებაც.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, პაპუნა ლოცულაშვილმა ერთ-ერთ სამართალდამცველს ბლაგვი საგნით ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

გორში მომხდარ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×