
5 000 ადამიანი რომ არის მათ [ოპოზიციის] გარშემო, ამას ყველა ვხედავთ. თქვენი ერთ-ერთი მთავარი მტერი არის დრონი. დიახ, დრონი არის თქვენი ერთ-ერთი მთავარი მტერი, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა 26 მაისს, „ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით ჩატარებულ საპროტესტო ადიქციაზე.
ირაკლი კობახიძემ არაერთხელ აღნიშნა,რომ აქციაზე მთლიანობაში, 5 000 კაცი იყო, რა დროსაც, დრონზე საუბრისას ჟურნალისტმა მას ჰკითხა, „იმედის“ დრონზე ამახვილებდა თუ არა ყურადღებას, პრემიერმა ასე უპასუხა:
„დრონი დრონია, როგორც მიკროფონი მიკროფონია, ასევე, დრონი დრონია. ყველა დრონი ერთნაირად იღებს, თქვენდა სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, ნუ ემტერებით დრონს. შეურიგდით დრონს, ეს არის ჩემი თხოვნა თქვენს მიმართ. კი, კამერა სხვანაირად იღებს. ამიტომ არის დრონი მნიშვნელოვანი, იმიტომ,რომ კამერას შეუძლია სხვადასხვა რაკურსით გადაიღოს და დრონი იღებს ერთი რაკურსით, ისევე,როგორც მიკროფონი იწერს ერთნაირი ტონალობით“ , - განაცხადა კობახიძემ.
მანამდე კი პრემიერმა ისაუბრა ოპოზიციის ლიდერებზე და აღნიშნა, რომ „რადიკალურ ოპოზიციის, მის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული“.
„ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ ეს აქცია ჩავარდებოდა და ვნახეთ, რომ ჩავარდა. აბსოლუტურად ლოგიკურია, როდესაც სისუსტეს ხედავ, შიგნით ეძებ „განტევების ვაცს“ და ეს დაპირისპირება არის აქედან გამომდინარე. ეს მათი საქმეა. ჩვენთვის მთავარია ის, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული და ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებას.
როდესაც ასეთი ადამიანების დაძახებულზე,როგორებიც არიან გვარამია, ვაშაძე, ჯაფარიძე, სალომე ზურაბიშვილი, 5 000 კაცი გამოდის, ისინი მე მგონი, ბედნიერები უნდა იყვნენ. ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5 000 კაცი რომ გამოდის რუსთაველზე, ეს უნდა იყოს მათი ბედნიერების საფუძველი. არ ვიცი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანიც კი გაჰყვეს მათ. ვხედავთ, რომ 5 000 გაჰყვა, რაც თავისთავად სამწუხაროა, თუმცა ისინი უნდა იყვნენ ბედნიერები ამ ყველაფრით. მთავარი არის ის, რომ ეს არის უმცირესობა, ეს აგრესიული უმცირესობა, საბოლოო ჯამში, ვერ აღწევს შედეგს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ ადამიანებს რომ გაემარჯვათ, ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა არის იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. ჩვენთვის მთავარია, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დღეს არის გზას აცდენილი და რომელსაც მოსწონს, მაგალითად, გვარამია, ზურაბიშვილი, ჯაფარიძე ან ვაშაძე დაუბრუნდეს სწორ გზას და მხარი დაუჭიროს ქვეყნის სწორ კურსს. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა,პატივისცემა უნდა გამოვხატოთ იმ ადამიანების უმრავლესობის მიმართ, იმ 5 000 კაცის უმრავლესობის მიმართ, რომელიც იქ იყო შეკრებილი. ისინი არიან შეცდომაში შეყვანილი, თუმცა ისინიც უნდა დაუბრუნდნენ იმ გზას, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს ასეთი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასთან, ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას, რომელიც 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებას ეხებოდა.
„ყველაზე ჯანსაღად ოპოზიციაში, თავად სააკაშვილს შეუფასებია ეს აქცია.რა თქმა უნდა,მას უნდა დარჩენოდა უკმარისობის განცდა, გამომდინარე იქიდან, რომ მთლიანობაში ეს აქცია ჩავარდა. სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა, როდესაც გვარამია, ჯაფარიძე, ვაშაძე, ზურაბიშვილი - ასეთი ადამიანები აანონსებენ აქციას, იქ წარმატების არავითარი რესურსი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სააკაშვილის უკმარისობის განცდა არის აბსოლუტურად ლოგიკური
ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, კარგია რომ ოპოზიციაში დაპირისპირებაა და ეს შიდა დაპირისპირება მათი სისუსტის გამოვლინებაა.
„რაც უფრო სუსტია რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო ძლიერია ქართული სახელმწიფო. შესაბამისად, სასურველია კიდევ უფრო მეტად დასუსტდეს რადიკალური ოპოზიცია. ეს პირდაპირ პროპორციულად განაპირობებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების გაძლიერებას“- განაცხადა კობახიძემ.