რეზონანსი
28.05.2026

არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის, - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის, თენგო თევზაძის მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე მსვლელობის დროს, მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უხეშ ქმედებას ეხმიანება.

სააკაშვილი იმედოვნებს, რომ თენგო თევზაძეს ეყოფა გამბედაობა და მოქალაქეს ბოდიშს მოუხდის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო.

„თენგიზის გამოსვლა აქციაზე მე მომეწონა, მაგრამ ეს კადრები არის სრული კატასტროფა! არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება, გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთ მოქცევას.

იმედია, თენგიზს ეყოფა გამბედაობა და ამ ძალიან კარგ ბატონს საჯაროდ მოუხდის ბოდიშს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×