რეზონანსი
28.05.2026

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სპარსეთის ყურეში ნაოსნობის კონტროლის სამმართველოს, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის მართვისთვის იყო შექმნილი, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, აღნიშნული ორგანო ირანის მიერ იყო შექმნილი, რათა ჰორმუზის სრუტეში გავლისთვის საჭირო ნებართვები განეხილა. თეირანის მიერ სრუტეზე დაწესებულმა კონტროლმა, რომლის მეშვეობით მსოფლიო ნავთობის მეხუთედი გადის, მსოფლიო ეკონომიკა ქაოსში ჩააგდო.

სრუტე დაკეტილია მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, წერს Reuters-ი.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი განმარტავს, ნებისმიერს, ვინც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან ითანამშრომლებს და მათ მომსახურებას მიიღებს, აგრეთვე დაუწესდება სანქციები.

„ირანელი სამხედროების უკანასკნელი მცდელობა გამოსძალოს ფული მსოფლიო საზღვაო ვაჭრობას იმის დამადასტურებელია, რომ „ეკონომიკურმა რისხვამ“ რეჟიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×