
იტალიაში, უდინეს პროვინციაში, ტრაგიკულად გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, 32 წლის ეკა ჯაჯვანი. მას ქვეითად გადაადგილებისას ავტომანქანა დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც ემიგრანტები სოციალურ ქსელში წერენ, ამ წუთებში მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება იმასთან დაკავშირებით, თუ სად არის გადასვენებული გარდაცვლილი.
„ძალიან მძიმე დღე გაგვითენდა!!!
ტრაგიკულად გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი 32 წლის ეკა ჯაჯვანი,უდინეს პროვინციაში მანქანამ გაიტანა.
ჯერ არაფერი არ ვიცით სად გადაასვენეს, ადგილზე გარდაიცვალა... როგორც კი გაირკვევა რამე დავწერთ.
ყველაზე მეტად საჭიროა სწორი და დროული რეაგირება მიცვალებულის გადასვენებისთვის.
ძალიან გთხოვთ ილოცეთ მისი სულის სიმშვიდისთვის.
ძალიან გთხოვთ ფრთხილად იყავით, გაუფრთხილდით საკუთარ თავს“, - უდინეს ემიგრანტების ჯგუფის ადმინი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე