რეზონანსი
28.05.2026

"ბლაჟევიჩის ინსტრუქციებით მართული ქართული ოპოზიციის რეინკარნაცია მაინც არ მოხდება" - აცხადებენ მმართველ გუნდში. მათი განმარტებით, ოპოზიციას ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარების რესურსი არ გააჩნია და მათმა ინსტრუქტორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ "საქართველოში სხვა რეალობაა".

საკითხს აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციას რესურსები აღარ აქვს.

"როგორც ხედავთ, არა მხოლოდ გარედან მიღებული მითითების შესასრულებლად იბრძვიან ქვეყნის მოღალატეები, არამედ ახალი მოღალატეობრივი კამპანიის წარმოების შესაძლებლობაც კი არ აქვთ. ეს არის თავიანთ სახელმძღვანელოებში გაწერილი სტრატეგია, რომლის გადმოტანასაც ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ.

ვიცით, ამის შედეგები რაც არის - რაც არ უნდა იარონ, ირბინონ, გაიწელონ, საბოლოო ჯამში, რეალობა უცვლელი დარჩება - მათ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, რევოლუციების ჩეხი ინსტრუქტორის - იგორ ბლაჟევიჩის გეგმის რეალურობა დადასტურდა - 26 მაისის აქციაზე. პროცესი ზუსტად ისე განვითარდა, როგორც ეს "პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, უცხოელი კონსულტანტის გეგმით იყო გაწერილი. ოპოზიციის ლიდერებმა ბლაჟევიჩის დავალებულ თემებზე ისაუბრეს და, მისივე დავალების მიხედვით, აქციის ბოლოს საზაფხულო კამპანიის დაწყება დააანონსეს. პარლამენტის წინ გაჟღერდა ის სლოგანიც, რომელზეც ექსკლუზიურად წერდა "პრაიმ ტაიმი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×