
მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ეხმაურება 26 მაისს "ოპოზიციური ალიანსის" მიერ ორგანიზებული აქციაზე ერთ-ერთი პოლიტიკოსის საქციელს, რომელმაც აქციის მონაწილეს პირდაპირ ეთერში ხელი ჰკრა.
"ეხლა ვუყურე კადრს, არ ვიცი ამ კაცის სახელი, სავარაუდოდ პოლიტიკოსია, ან უნდა რომ იყოს, მაგრამ მსვლელობისას კადრში, მისი ინტერვიუს დროს, წინ შემთხვევით მოხვედრილი აქციის მონაწილე ისე უხეშად გაწია, ეგეთ ხოდზე თუ ხარ, ჯობია პოლიტიკოსობას აქვე შეეშვა. არ ვიცნობ რომ დავთაგო,მაგრამ იმედია მიაღწევს ამ კაცამდე ეს პოსტი. არაფერში არ წერია. არც პირდაპირი ეთერი ამართლებს ამ უხეშობას. ნერვებს მიხედეთ და მერე იფიქრეთ პოლიტიკოსობაზე!" - აღნიშნა ნანკა კალატოზიშვილმა.
ოპოზიციონერი, რომელზეც მსახიობი წერს, ოპოზიციური პარტია "ახალის" წევრი თენგო თევზაძეა.