რეზონანსი
28.05.2026

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი კერ­ძო სა­ბავ­შვო ბა­ღის აღ­მზრდელს, რო­მელ­მაც მცი­რე­წლო­ვან აღ­საზ­რდელ­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ორ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ambebi.ge-სთან ბე­ბია ლიკა მა­ხა­რაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ოჯა­ხი ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე მიჰ­ყვე­ბა და ბა­ღის დი­რექ­ტორს, ანი ჯოლ­ბორდს, აღ­მზრდე­ლის თა­ნა­ბარ დამ­ნა­შა­ვედ მი­იჩ­ნევს, რად­გან დედა მუდ­მი­ვად ითხოვ­და კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებს, თუმ­ცა ად­მი­ნის­ტრა­ცია მათ არ აძ­ლევ­და.

"და­კა­ვე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ბრალს ნა­წი­ლობ­რივ აღი­ა­რებ­სო, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ შემ­თხვე­ვას აღი­ა­რებს, რაც კა­მე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რა. უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა რომ არ არ­სე­ბობ­დეს, ამა­საც ხომ არ აღი­ა­რებ­და. ჯერ ერთი დღის ჩა­ნა­წე­რი აქვთ შეს­წავ­ლი­ლი, იქ ხომ რამ­დე­ნი­მე კა­მე­რაა. სულ ორი კვი­რის ჩა­ნა­წე­რი აქვთ და სწავ­ლო­ბენ. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი სხვა ფაქ­ტე­ბიც და­ფიქ­სირ­დეს სხვა აღ­მზრდე­ლებ­ზეც.

ჩემს რძალს სწერ­და - არ გამ­წი­როთ, არ გა­მიშ­ვათ ცი­ხე­შიო... დე­დაც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო, იმ­დე­ნად არ სჯე­რო­და. ისე გა­მო­ხა­ტავ­და რომ ბავ­შვი უყ­ვარ­და, თავს ევ­ლე­ბო­და. ექ­ვსი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, ექ­ვსჯერ ჰქონ­და ბავ­შვს ნა­კაწ­რი. 50 წლამ­დე ქალ­ბა­ტო­ნია. ჩვენ რაც მი­ვე­დით, ეს ქალ­ბა­ტო­ნი იქ მუ­შა­ობ­და. ბოლო ორი თვე ბავ­შვი ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო ქცე­ვაც შე­ეც­ვა­ლა.

იცით რამ­დე­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი შე­მომ­დის პი­რად­ში, ამ ბაღ­ზე, სხვა ფი­ლი­ა­ლე­ბი­და­ნაც. ჩვენ ბო­ლომ­დე ვა­პი­რებთ ამ საქ­მეს მივ­ყვეთ. თა­ნა­ბა­რი დამ­ნა­შა­ვეა ის ქალ­ბა­ტო­ნიც და ბა­ღის დი­რექ­ტო­რიც. ჩემი რძა­ლი მუდ­მი­ვად ითხოვ­და ჩა­ნა­წე­რებს, მაგ­რამ არა­ვინ აძ­ლევ­და..." - განაცხადა ლიკა მა­ხა­რაშ­ვი­ლმა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×