რეზონანსი
27.05.2026

ლოზუნგი უჩვენებს კრეატიულობის დაბალ დონეს და იმ ადამიანის აბსოლუტურად უცოდინარობას, რომელიც მათ კარნახობს, სცენარებს უწერს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ რადიკალების ლოზუნგთან დაკავშირებით.

ვოლსკის თქმით, საქართველო დაინგრევა ხვალ, აშენდება, განვითარდება თუ უკუსვლით წავა, იმ ადამიანებისთვის სულერთია, ვინც ამ სცენარებს წერს.

„ერთ-ერთი გამოხატულებაა ეს ყოვლად შინაარსს მოკლებული ლოზუნგი - „საქართველო უკეთესს იმსახურებს“.

საქართველო უკეთესს იმსახურებს ვიდრე გვარამიაა, ვიდრე ვაშაძეა. უკეთესს იმსახურებს, ვიდრე ის ადამიანები არიან, ვინც სისხლში გაისვარა ხელები და დღესაც ცდილობენ, რომ თავიანთი სადავეები ისევ ხელში დაიბრუნონ, რათა ვიღაცას მოემსახუროს ჩვენი ქვეყანა საზარბაზნე ხორცად“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×