რეზონანსი
27.05.2026

კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელს ჯუნა ტუნგოშვილს, რომელმაც 3 წლის აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის ადვოკატის, მარიამ გელაშვილის თქმით, აღმზრდელი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, კერძოდ ბავშვზე ძალადობის მხოლოდ ერთ ფაქტს.

ცნობისთვის, საბავშვო ბაღის აღმზრდელს პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) დარღვევას ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტვ პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×