რეზონანსი
27.05.2026

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ყაზახეთში ჩავიდა, სადაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ყაზახეთში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა.

დღეს ვლადიმერ პუტინი ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდება.

პუტინი და ტოკაევი მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთ-ყაზახეთის თანამშრომლობის განვითარების საკითხებს განიხილავენ და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებებს გააფორმებენ.

28 მაისს რუსეთის პრეზიდენტი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 29 მაისს უმაღლესი ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სხდომაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×