რეზონანსი
27.05.2026

კადრები, რომელიც გავრცელდა, რა თქმა უნდა, იმთავითვე უნდა გამხდარიყო და გახდა კიდეც გამოძიების დაწყების საფუძველი. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, საქმე არის აღძრული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას. ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოება არის, როდესაც ეს ხდება ძალადობით, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

მისი თქმით, გამოძიება ჩატარდება სრულფასოვნად და საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცემა სრულყოფილი პასუხი.

„არსებობს ყველანაირი მოლოდინიც და წინაპირობები იმისა, რომ ეს ფაქტი იქნება გამოძიებული ძალიან სწრაფად და საზოგადოება ძალიან მალე მიიღებს ამომწურავ პასუხს იმასთან მიმართებით თუ რა მოხდა რეალურად დღეს გორში და არავითარი კითხვის ნიშანი არ იარსებებს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად მაღალი სტანდარტით შეიძლება, რომ ასეთ შემთხვევაში აღსრულდეს მართლმსაჯულება“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×