რეზონანსი
27.05.2026

ნამდვილად გარდამტეხი იყო გუშინდელი დღე და დასკვნა გუშინდელი დღიდან, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას და არა, აი, ამ წარსულში ჩარჩენილ „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც ერთადერთი დღის წესრიგი აქვთ - საქართველო დაუქვემდებარონ სხვების პოლიტიკურ გავლენას, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საბოლოოდ გამოჩნდა ოპოზიციის ამ ნაწილის რეალური მხარდაჭერაც, ენერგიაც და იდეებიც.

„გამოჩნდა, რომ მათი მხარდაჭერა არის მხოლოდ გარედან, გამოჩნდა, რომ მათი იდეა არის მხოლოდ მფარველებს მოაწონონ თავი და გამოჩნდა, რომ მათი რაოდენობა არის სულ რამდენიმე ათასი ადამიანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გუშინ კი მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორმა ლაშა გეგეჭკორმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოპოზიცია 1 თვე ემზადებოდა და 4 000 ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×